დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 520 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 06/10/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სავალდებულო ჯანმრთელობის ცნობების (ფორმა №086-ს, ფორმა №027-ს, ფორმა №026) წარდგენის მოთხოვნა ჩაითვალოს მიზანშეწონილად.
2. ეთხოვოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მოამზადონ სათანადო ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში შესატანად.
3. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2000 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად შემუშავებული წინადადებები ქვეყანაში ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მონიტორინგის პროგრამის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ზ. ჟვანია
თბილისი,
2000 წლის 28 სექტემბერი.
№520–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები