თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.163.016405
27
08/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
010250020.35.163.016405
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №19 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/01/2018, 010250020.35.163.016371)  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. დამტკიცდეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 08 აგვიტოს №5 დადგენილება „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014, 010250020.35.176.016005).

მუხლი 3.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    2015  წლის 18 მარტის №22 დადგენილება „თვითმმართველი თემის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 19/03/2015, 010250020.35.163.016261).

მუხლი 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №12 დადგენილება ,,ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 15/08/2014, 010250020.35.176.016012).

მუხლი 5.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილება ,,თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 18/08/2014, 010250020.35.163.016191)“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე