თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016402
24
08/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
010250050.35.163.016402
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
თელავის მუნიციპალიტეტი
 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თელავი

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №14 დადგენილებაში ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №14  დადგენილებაში   ,,თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 03/01/2018, 010250050.35.163.016366).

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების  1-ლი მუხლის   მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიისა  და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილი თხლაშიძე