დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 52 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017071 |
|
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის და ერთჯერადი ფულადი დახმარებების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 27 ნოემბრის №780 ბრძანების (სსმ III, 30.11.2009, №147, მუხლი 1728) პირველი მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ, ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელზე შესაძლებელია გაიცეს დანამატი ზემოაღნიშნული პუნქტით დადგენილი ოდენობის ფარგლებში.“; ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ განხორციელებული/ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ან/და საგამოძიებო მოქმედების შედეგად საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში განსაკუთრებული სირთულის ან/და მასშტაბის დანაშაულის ან/და კორუფციული გარიგების გამოვლენის, გამოძიების ან/და აღკვეთის ან ზემოაღნიშნულის განხორციელებისას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში (რაც მოიცავს დანაშულის ადგილების, მტკიცებულებებისა და სხვა სპეციალური სადგომების დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან), საგამოძიებო სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გასცეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი დანამატი შემდეგი ოდენობის ფარგლებში: ა) წამყვან საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 7000 ლარი; ბ) უფროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 6000 ლარი; გ) უმცროს საჯარო თანამდებობაზე დასაქმებულ თანამშრომელზე – არაუმეტეს 5000 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები