სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

  • Word
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
დოკუმენტის ნომერი 02/1-5/710
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02/1-5/710
08/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ
ს.ს."ვითიბი ბანკ ჯორჯია"

განცხადება

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

 

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 5 თებერვლის სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ 97.384322 %-ის აქციათა მფლობელის – საჯარო სააქციო საზოგადოება „ბანკ ვეტებეს“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს მიხეილ მიხეილის ძე ზადორნოვს და ასია ალექსანდრეს ასულ ზახაროვას, იმავდროულად არჩეულ იქნენ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები, ვერხოშინსკი ვლადიმირ ვიაჩესლავის ძე და კონდრატენკო მაქსიმ დიმიტრის ძე. გადაწყვეტილება ძალაში შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის № 50/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ დებულების“ შესაბამისად, ეროვნული ბანკიდან თანხმობის მიღების დღეს.

სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება  „ბანკ ვეტებეს“ 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე – www.vtb.ge.

 

გენერალური დირექტორი                                                              არჩილ კონცელიძე