„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 66
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010080000.10.003.020381
66
07/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010080000.10.003.020381
„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015  წლის 24 აპრილის №178 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/04/2015, 010080000.10.003.018563) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №1

გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნითგეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა

1. კახაბერ გულედანი – საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და  ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე.

2. ნიკოლოზ როსებაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

3. მიხეილ გვათუა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის თვითმმართველობებთან ურთიერთობისა და რეგიონული პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

4. გიორგი დიდიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი.

5. პაატა ჯიოშვილი − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ადამიანური  რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე −  სამართალშემოქმედების განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი.

6. პაატა შავიშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.

7. ვაჟა ნეიძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი, კომისიის წევრი.

8. ვაჟა კიკნაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი, კომისიის წევრი.

9. ნინო ბახია − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი.

10. გიორგი პეტრიაშვილი − საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის ხელშეკრულებით დასაქმებული პირი − სამუშაო კომპონენტის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი.

11. ვახტანგ მაღრაძე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ქართული მეტყველების კულტურის განყოფილების უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი, კომისიის წევრი.

12. მარიკა ოძელი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ქართული ენის სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.

13. თეა ტეტელოშვილი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

14. ვიქტორია ბაიკოვა − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი