დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340040000.10.003.020378 |
|
„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №34 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, 340040000.10.003.019743) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამიდან „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 31 06).“. 2. დადგენილებით დამტკიცებული მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.“; ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის: ბ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.3 ჰექტარი ვენახისა; ე) იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიან დასახლებაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად (თითოეულს) საკუთრებაში აქვს ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი აქვს არანაკლებ 0.1 ჰექტარი ვენახისა;“; ბ.ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიის საკუთრებაში არსებულ ვენახებში გაშენებული ვაზის ჯიშების არანაკლებ 95%-ისა განეკუთვნება ნებადართული ვაზის ჯიშებს;“; ბ.გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ დასტურდება, რომ პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ ვენახებში გაშენებულია ვაზის ნარგაობა.“; გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა პრეტენდენტის ან/და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებში ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.“; დ) მე-8 მუხლის: დ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილდა პრეტენდენტის განაცხადი, მონაწილესა და სააგენტოს შორის ამ პროგრამის შესაბამისად ფორმდება წინარე ხელშეკრულება, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს პროგრამის ფარგლებში მონაწილის ვალდებულებას, კაპიტალური ინვესტირებისა და ტექნიკური მხარდაჭერის მიღებამდე, წინარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში (რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 8 თვეს), მოაწყოს ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის განკუთვნილი საწარმოს შენობა-ნაგებობა, რომლის საერთო ფართი არ უნდა იყოს 300 მ2-ზე ნაკლები, ხოლო, მეორე მხრივ – სააგენტოს ვალდებულებას, უზრუნველყოს მონაწილის მიერ მოთხოვნილი საწარმოსათვის განკუთვნილი აღჭურვილობის შესყიდვა. 2. წინარე ხელშეკრულების გაფორმებამდე პრეტენდენტმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს: ა) ამონაწერი ფინანსური ინსტიტუტიდან მის ანგარიშზე არანაკლებ 50 000 ლარის არსებობის შესახებ; ბ) მშენებლობის ნებართვა (შენობის აშენების შემთხვევაში).“; დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილის მიერ სრულად არ არის წარდგენილი დოკუმენტური დასაბუთებები ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების შესახებ ან დაფიქსირებულია სხვა ხარვეზი, რაც აფერხებს სააგენტოს მხრიდან ამ პროგრამით გათვალისწინებული კაპიტალური ინვესტირების განხორციელებას, სააგენტო მონაწილეს დამატებით განუსაზღვრავს ვადას – არა უმეტეს ერთ თვისა და წარდგენილ დოკუმენტაციას განიხილავს წარდგენიდან არა უმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. თუ განსაზღვრულ ვადაში მონაწილე ვერ გამოასწორებს ხარვეზს ან სხვა მიზეზით უარს იტყვის წინარე ხელშეკრულების შესრულებაზე, მაშინ შეწყდება წინარე ხელშეკრულება და მონაწილე ვალდებული იქნება, სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოს მისთვის გათვალისწინებული კაპიტალური ინვესტირების ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა.“; ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არ დაუშვას საწარმოს შენობა-ნაგებობის გასხვისება, გარდა სააგენტოს წინასწარი ნებართვით სხვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები