„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/51
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 07/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 04/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016525
1-1/51
07/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
010240030.22.024.016525
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/51

2018 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09.11.2016 წ., 010240030.22.024.016468) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის:

1. პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს პარტნიორობიდან გამომდინარე უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან/და კოორდინაცია.“.

2. პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) კომპეტენციის  ფარგლებში  სამინისტროს სისტემაში  შემავალი საჯარო  სამართლის  იურიდიული პირების, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს პარტნიორობიდან გამომდინარე უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების იურიდიულ/სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების/პირების საქმიანობის  ზედამხედველობა და კოორდინაცია. ამასთან, აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების/პირების საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად აღნიშნულ პირებსა და შესაბამის დაწესებულებებს/ორგანიზაციებს.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი