„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016557
9
13/02/2018
ვებგვერდი, 14/02/2018
040030000.22.026.016557
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №9

2018 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 14 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი 15/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016299) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი):

1. ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, რომელიც დამტკიცებულია შესაბამისი საშტატო ნუსხით ან განსაზღვრულია შესაბამისი  ხელშეკრულებით.

2. კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) ასევე შეიძლება მოიცავდეს:

ა) სახელფასო დანამატს;

ბ) ფულად ჯილდოს.“.

2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს  „“-„ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„კ) ბიუროს ვებგვერდის ადმინისტრირება;

ლ) ბიუროში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.“.

3. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს  „დაქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი უსაფრთხოების სისტემების დანერგვის უზრუნველყოფა.“.

4. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს  „დაქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„ი) ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საგანმანათლებლო და ინფორმაციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სოციალურ ქსელში კიბერუსაფრთხოების ბიუროს გვერდის ადმინისტრირების უზრუნველყოფა.“.

5. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს  „1და2ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„მ1) ბიუროს განვითარების უზრუნველსაყოფად დამატებითი რესურსების მოძიების მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;

2) ბიუროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია