დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 278 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016778 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 გენერალური ინსპექცია არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. გენერალურ ინსპექციას აქვს ბეჭედი, რომლის აღწერილობას, შენახვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს მინისტრი.“. 2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად, მოამზადოს დასაბუთებული დასკვნა კერძო აღმასრულებლისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე და წარუდგინოს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს;“. 3. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V გენერალური ინსპექციის სტრუქტურა“. 4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18 გენერალურ ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველო; ბ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო. 5. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) გამოძიების ჩატარებას სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე, 333-ე, 335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის უზრუნველსაყოფად ოპერატიულ საქმიანობის განხორციელებას; გ) გენერალური ინსპექციის უფროსისა და უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. V თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი V გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობა“. 7. 21-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, გენერალური ინსპექციის საჯარო მოსამსახურეების წახალისების, მათთვის სახელფასო დანამატის ან ფულადი ჯილდოს გაცემის შესახებ;“. 8. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები