„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.137.016379
29
06/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
010250000.35.137.016379
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2018 წლის 6 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების  შესახებ“  ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 20/12/2017 010250000.35.137.016345), კერძოდ: დადგენილების საფუძვლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

მუხლი 2
დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად.“.

მუხლი 3
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი