დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 179 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო |
| მიღების თარიღი | 12/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ანგარიშს:
2016 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ (შემდგომში – სააგენტო) დადგენილ ვადაში პასუხი გაეცა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით წარმოდგენილ 87 განცხადებას. ამასთან, არ დაფიქსირებულა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა. ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა დასაზუსტებლად დაუბრუნდა განცხადების ავტორს ოთხ შემთხვევაში, ვინაიდან არ იყო წარმოდგენილი კანონით დადგენილი წესის დაცვით. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორი განცხადება. ორ შემთხვევაში არ გადაეცა ინფორმაცია კონფიდენციალურობის გამო და განემარტა ამ ინფორმაციის მიღების წესი.
სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემისას პერსონალური მონაცემები გროვდებოდა, მუშავდებოდა, ინახებოდა და გაიცემოდა კანონით დადგენილი წესით.
სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისთვის დისციპლინური სახდელების დადების შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია.
კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას სააგენტო ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავმჯდომარე ლევან რაზმაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები