დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 24 ოქტომბრის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.22.027.016779 |
|
„საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 24 ოქტომბრის №105 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საპროკურორო საბჭოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 24 ოქტომბრის №105 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.22.027.016609) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საპროკურორო საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობს აუდიოჩაწერა. 14. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება მოხდეს საბჭოს სხდომის ვიდეოჩაწერა.“. 2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საპროკურორო საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, სამდივნო, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესით განიხილავს საპროკურორო საბჭოს სახელზე შემოსულ კორესპონდენციას, აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრის მიერ თავმჯდომარის სახელზე წარმოდგენილ მოქალაქეთა კორესპონდენციას, რომლებზე რეაგირებაც აშკარად სცილდება საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები