„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016489
01-6/ნ
08/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
470230000.22.035.016489
„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-6/ნ

2018 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ტრანსპლანტაციის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №01-31/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/05/2017, 470230000.22.035.016446) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია საბჭოს სამდივნოში წარდგენილი უნდა იქნეს ტრანსპლანტაციის ოპერაციის განხორციელებამდე 15 სამუშაო დღით ადრე, გარდა, ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე  ესაჭიროება  ტრანსპლანტაციის ოპერაციის გადაუდებელი წესით ჩატარება,  რომლის დაყოვნებაც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და შესაბამისად, შეუძლებელია ამ დებულების მე-8 და მე-9 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები დაცულად ჩაითვლება, თუ:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ტრანსპლანტაციის ოპერაციის ჩატარებამდე უზრუნველყოფს საბჭოსათვის შეტყობინებისა („განაცხადი დაგეგმილი ტრანსპლანტაციის შესახებ“ (დანართი №1.1)) და ნოტარიულად დამოწმებული ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტების (მ.შ. დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა და სხვ.) გაგზავნას. გაგზავნა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, info@moh.gov.ge-ზე;

ბ) ყველა საჭირო დოკუმენტაციას საბჭოს სამდივნოს წარუდგენს არაუგვიანეს ოპერაციის დასრულების დღიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში. ამასთან, პაციენტის (რეციპიენტის) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა, უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ოპერაციის გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობის შესახებ. ამ შემთხვევაშიც დოკუმენტაციის განხილვა განხორციელდება ამ მუხლის მე-4 - მე-8 პუნქტებით განსაზღვრული წესით.“. 

3. მე-8 და მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს თანხმობა ცოცხალი დონორისაგან ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გაიცემა/დასტურდება განაცხადის გაკეთებიდან არაუმეტეს 8 სამუშაო დღის ვადაში.

9. ამ მუხლის მე-2 დ 31 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გაყალბება გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
2018 წლის პირველი იანვრიდან, ამ ბრძანების ამოქმედებამდე ჩატარებული ტრანსპლანტაციის შემთხვევებისთვის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-9 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ოპერაციების ჩატარების თაობაზე შეტყობინებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები აითვლება ამ ბრძანების ამოქმედებიდან.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო