დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 400 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 27/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პარლამენტის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 30/06/2000 |
| სარეგისტრაციო კოდი | 0000.00.00.000000 |
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
საქართველოს ტერიტორიაზე პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტისა და რეექსპორტის აკრძალვის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს, რომ ბოლო დროს საქართველოში გახშირდა სხვადასხვა კომპანიების მიერ პიროლიზის თხევადი პროდუქტების იმპორტი, რომლებიც გამოიყენება ბენზინში ან ნაფტაში პირდაპირი შერევით ბენზინის ოქტანური რიცხვისა და სასაქონლო პროდუქციის რაოდენობის გასაზრდელად.
იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საქართველოში პიროლიზის თხევადი პროდუქტების გადამუშავების გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო ტექნოლოგია არ არსებობს, პირდაპირი შერევის გზით მიღებული პროდუქტი ბენზოლის, ტოლუოლისა და სტიროლის მაღალი შემცველობის გამო მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამასთან, ბენზინის იმპორტისაგან განსხვავებით პიროლიზის თხევადი პროდუქტები იმპორტირებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავისუფლდება აქციზური და სხვა გადასახადებისაგან, რის გამოც ქვეყნის ბიუჯეტი კარგავს მნიშვნელოვან თანხებს,
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ე.წ. „პიროლიზური ფისის“ (ნავთობის პიროლიზური გადამუშავების თანამდევი პროდუქტები ნარევების სახით და ნარჩენები) იმპორტი, რეექსპორტი და გადამუშავება 2001 წლის 1 იანვრამდე.
2. რეკომენდაცია მიეცეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებულ უცხოური ინვესტიციების (საინვესტიციო) საკონსულტაციო საბჭოს, განიხილოს ნავთობგადამამუშავებელი მრეწველობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისათვის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხი.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე გ. წერეთელი
თბილისი,
2000 წლის 27 ივნისი.
№400–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები