დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/44 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 07/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.024.016524 |
|
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/595 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09.11.2016 წ., 010240030.22.024.016468) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს ცვლილება და დებულების მე-2 მუხლის:
1. პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საწარმოს პარტნიორობიდან გამომდინარე უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების იურიდიულ/სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების/პირების საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია.“. 2. მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარდგენა ხორციელდება საქართველოს მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად. ამასთან, დეპარტამენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი შემდგომი ინიციირების მიზნით, წარედგინება საქართველოს მთავრობის სხდომის დანიშვნამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, დღის 13:00 საათისა. ვადის დაუცველად წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტის ინიციირება ხორციელდება საქართველოს მთავრობის მომდევნო სხდომაზე, თუ მინისტრის მიერ სხვა გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის 7 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები