„ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ერედვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.147.016180
8
05/02/2018
ვებგვერდი, 12/02/2018
190020020.35.147.016180
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ერედვის მუნიციპალიტეტი
 
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“  63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის  №18 დადგენილებით (www.matsne.gov.ge,  28/12/2017წ.; 010250020.35.147.016171) დამტკიცებული  №1 დანართის  91 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:   

მუხლი 91.   ქ. გორის ვერხვების დევნილთა  დასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება

1. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ 101 (ას ერთი) ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით დახმარება, მათ შორის ორსაცხოვრებლიან 17 კოტეჯში მცხოვრებ 34 ოჯახს და ერთსაცხოვრებლიან 67 კოტეჯში მცხოვრებ 67 ოჯახს.

2. სამშენებლო მასალები დახმარების მიმღებს გადაეცემა საცხოვრებელი კოტეჯების სახურავების შესაცვლელად.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან - თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისგან, საცხოვრებელი კოტეჯის მესაკუთრის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივმაცხოვრებლობის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომამდე.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი