დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/03/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.116.016409 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (13/02/2018 - 04/03/2021)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.გ’’ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, ,,სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დადგინდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი № 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ” ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №4 დადგენილება. (www. matsne.gov.ge, 06/02/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 200140030.35.116.016323)
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
|
მუხლი 1 |
1. ქ. ცაგერის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN=IMG XITL X C XK, სადაც: ა) CN – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ქ. ცაგერის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც შეადგენს 0,3-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს (რადგან ქ. ცაგერში ზონირება არ ხორციელდება); დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 70-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ცაგერში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
3. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 2,52 ლარს. 4. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს – 1,26 ლარს. 5. ცაგერის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ცაგერისათვის დადგენილი ფასის 75%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,78 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული წესი.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები