,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2019
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.166.016383
16
05/02/2018
ვებგვერდი, 12/02/2018
010260040.35.166.016383
,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. გურჯაანი

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და მერიის საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი  სარგოების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  2017 წლის 21 დეკემბრის №68 დადგენილებაში  (გამოქვეყნების  წყარო:  www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010260040.35.166.016365,  27/12/2017 წ.)  შევიდეს  ცვლილებები და დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციიდან გამომდინარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი