დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | მარტვილის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.109.016275 |
|
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 28/12/2017, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.109.016265) შეტანილ იქნეს ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მოსაკრებლისგან განთავისუფლება მოსაკრებლისგან თავისუფალია სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის პრეამბულა ამოღებულ იქნეს; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებული №3 და №4 დანართების სათაურები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისთვის მოსაკრებელი ქვითარი №“; |
დ)
დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის მე-4 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;“; |
ე)
დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარით;“; |
ვ)
დადგენილებით დამტკიცებული №5 დანართის მე-4 მუხლს დაემატოს „ზ“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარით.“; |
ზ)
დადგენილებით დამტკიცებული №7 დანართის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები