ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016324
9
05/02/2018
ვებგვერდი, 12/02/2018
010250050.35.128.016324
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №9

2018 წლის 5 თებერვალი

დაბა ხარაგაული       

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი 17/07/2014 სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162)

1. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების  პირველი მუხლის მე-2  პუნქტში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2.მერია შედგება სტუქტურული ერთეულებისაგან.“.

2.შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების  მე-2 თავის სათაურში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 „ თავიII  მერიის თანამდებობის პირები და მათი  უფლებამოსილებები“.

3.შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების    მე-2 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1.მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის  ,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ,მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად.“.

4. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების   მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“,  „ბ.ბ“,  „გ.ე“ და „ე.კ“ ქვეპუნქტებში  და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას,  გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“,„ბ.ა“−„ბ.გ“ „დ.კ“„ე.ვ“და„ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებს  რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მიხედვით

საჭიროებს საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას“.

„ბ.ბ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტებს“.

„გ.ე) საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს“.

„ე.კ)დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ადასტურებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში საქონლის ადგილწარმოშობის, აგრეთვე პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, თუ მუნიციპალიტეტის შესაბამის ტერიტორიაზე დანიშნული არ არის მერის წარმომადგენელი.“

5. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების    მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში  და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის  უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის-მერის მოადგილე, ხოლო თუ მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის აჩევამდე ასრულებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 56-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ან ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში მერის მოვალეობას ასრულებს მერის პირველი მოადგილე, ხოლო მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების  შეუძლებლობის შემთხვევაში- მერის მოადგილე.“

6.შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების   მე-9 მუხლის პირველ პუნქტში  და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„.მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან.“

7.შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში   და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ე) ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური“.

8.შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-13  მუხლის პირველ პუნქტში და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. მერის წარმომადგენელი არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.“

9.შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების   მე-13  მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში   და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ა)მერის წარმომადგენელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.“

10. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების    მე-13  მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში   და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,გ) მერის  წარმომადგენელის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი“

11. ამოღებული იქნეს  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების  მე-13  მუხლში განმეორებით  მითითებული მე-4 პუნქტი .

12. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების  მე-15  მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტში   და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონონოს 63-ე მუხლით დადგენილი წესით, ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის“.

13.შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით  დამტკიცებული დებულების    30-ე   მუხლში და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 30. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები:

1. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია:

ა) მერის ბრძანება;

ბ) მერის პირველი მოადგილის ბრძანება;

გ) მერის მოადგილის ბრძანება;

დ) მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსის ბრძანება.

2.მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები,  როგორც წესი გამოიცემა წერილობით. გადაუდებელი აუცილებლობისას მატერიალური ზიანის, დანაშაულის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გამოიცეს ზეპირად.   ზეპირად გამოცემული -ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წერილობით უნდა გაფორმდეს 3 დღის ვადაში.

3. მერიის თანამდებობის პირთა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, გარდა საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და იმ ბრძანებებისა,  რომლებიც შეეხება  50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს, ძალაშია დადგენილი წესით გაცნობისთანავე.

4. საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვეის ბრძანება, რომელიც 50-ზე მეტი პირის უფლება-მოვალეობებს შეეხება, ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, თუ შესაბამისი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი.

5. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა ამოქმედებისათვის აუცილებელია გამოქვეყნება, ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

14. შეტანილ იქნეს ცვლილება  დადგენილებით  დამტკიცებული დებულების   33-ე   მუხლში და  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,მუხლი 33. მერიის რეორგანიზაცია

მერიის რეორგანიზაციასთან  დაკავშირებული სამართლებრივი  საკითხები  წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულების 32-ე მუხლით განსაზღვრული წესით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე