ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 13/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260000.35.137.016377
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
06/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
010260000.35.137.016377
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/02/2018 - 06/03/2018)

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2018 წლის 6 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების  41-ე მუხლის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი



დანართი

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი და ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №23 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურას, რეორგანიზაციის ვადას, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.

მუხლი 2. სარეორგანიზაციო სტრუქტურა

1. რეორგანიზაცია შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულს: იურიდიულ სამსახურს.

2. რეორგანიზაციის პროცესში მოხდება იურიდიული სამსახურიდან კონტროლისა და აუდიტის განყოფილების გამოყოფა და ახალი სტრუქტურული ერთეულის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ჩამოყალიბება.

მუხლი 3. სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადა

1. მერიის იურიდიული სამსახურის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 31 მარტამდე.

2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები (სამოქმედო გეგმა):

ა) მერიის იურიდიული სამსახურიდან კონტროლისა და აუდიტის განყოფილების გამოყოფა, მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურული ერთეულის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის ჩამოყალიბება და სამსახურის ფუნქციების განსაზღვრა უნდა დასრულდეს 2018 წლის 20 მარტამდე;

ბ) მერიის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება უნდა მოხდეს 2018 წლის 20 მარტამდე;

გ) იურიდიული სამსახურის დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება უნდა მოხდეს 2018 წლის 20 მარტამდე;

დ)  შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის დებულების პროექტის მომზადება უნდა მოხდეს 2018 წლის 20 მარტამდე;

ე) „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №21 დადგენილებაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 20 მარტამდე;

ვ)  ვაკანტურ  თანამდებობაზე  (არსებობის  შემთხვევაში)  კონკურსის  ჩატარების უზრუნველყოფა ,,საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესისა და  ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;

ზ) იურიდიული სამსახურის მოსამსახურეთა გაფრთხილება მოსალოდნელი რეორგანიზაციის, შტატების შემცირების (საჭიროების შემთხვევაში) ან სხვა სამსახურში გადაყვანის შესახებ უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის 15 თებერვლამდე;

თ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სარეორგანიზაციო სტრუქტურის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება და მიღება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2018 წლის  25 მარტისა.

მუხლი 4. რეორგანიზაციის რეჟიმში სამსახურის საქმიანობის წესი

რეორგანიზაციის პროცესში მერიის იურიდიული სამსახური მოქმედებს მოქმედი დებულებისა და მერიის საშტატო ნუსხის შესაბამისად.

მუხლი 5. გეგმის შესრულების კონტროლი

1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

2. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა , ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახური.

3. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ე’’, ,,ვ’’ და ,,ზ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესრულებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.

4. გეგმის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულებაზე პასუხისმგებელია ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სარეორგანიზაციო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.