„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016376
26
06/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
010250050.35.137.016376
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №26

2018 წლის 6 თებერვალი

დაბა ადიგენი

 

,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №69 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 დეკემბრის №69 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 29/12/2015, 010250050.35.137.016220) კერძოდ: 1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში საბჭო) წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ადიგენის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  (შემდგომში შშმ) პირთა ღირსეული    თანაცხოვრებისა და    თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.“ .

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება 7 (შვიდი) წევრისაგან.

2. საბჭოს თავმჯდომარეა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სოციალური საკითხების კურატორი,  ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა, შედიან:

ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

გ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების 2 (ორი) წარმომადგენელი, რომლებსაც ამტკიცებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი.

6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელი.

7. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.

8. საბჭოს  სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.

9. საბჭოს მდივანს    ნიშნავს    და   ათავისუფლებს საბჭოს   თავმჯდომარე (ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი), ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარდგინებით.

10. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.     11. საბჭოს წევრების  უფლებამოსილების  შეწყვეტის საფუძველია  პირადი  განცხადება ან/და ამ დებულების მე- 9 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთნება:

ა) რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ)ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით;

გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით;

დ) ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება;

ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის, სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისათვის ხელშეწყობა;

თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა;

ი) შშმ პირებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი;

კ) შშმ პირებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება;

ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, ერთიანი წესების, პირობების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხების, რეკომენდაციების შემუშავება და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;

მ) შშმ პირებთან დაკავშირებით ადიგენის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა;

ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია;

ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება;

პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.“ .

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-11 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ორჯერ.

2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი