„სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 59
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 440050000.10.003.020374
59
05/02/2018
ვებგვერდი, 07/02/2018
440050000.10.003.020374
„სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №59

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  საფუძველზე, „სსიპ − შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/03/2011, 440050000.10.003.016292) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“.

2. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესი, საგრანტო კონკურსების დებულებები და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმები დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი