დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.166.016380 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 21 დეკემბრის №57 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 27.12.2017, 190020020.35.166.016354) შეტანილ იქნეს ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით : ათას ლარებში
მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
მუხლი 3. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით შემოსავლები 11 036.1 ათასი ლარი.
ათას ლარებში
მუხლი 4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით გადასახადები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გადასახადები 4000.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით გრანტები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გრანტები 5947.3 ათასი ლარით.
მუხლი 6. გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით სხვა შემოსავლები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 1088.8 ათასი ლარით.
მუხლი 7. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9614,6 ათასი ლარით
მუხლი 8 გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გეგმით არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1973.1ათასი ლარით. ა) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2573.1ათასი ლარით.
ბ) განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 600.0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 9. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული ცხრილის შესაბამისად:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 551.6 ათასი ლარით. მუხლი 11. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსურუ აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 100.0 ათასი ლარის ოდენობით . მუხლი 12. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების კლება – 863.8 ათასი ლარით. მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმით სარეზერვო ფონდი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი – 90.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 160.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) ააიპ – საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახური – 56.0 ათასი ლარი ბ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური – 104.0 ათასი ლარი თავი II ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 15. გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროგრამები გურჯაანის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები და პროექტები 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები. გატარდება კეთილმოწყობის ღონისძიებები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. ქვეპროგრამები: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (03 01) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02) სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა (03 02) კეთილმოწყობის სამუშაოები (03 03) ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების ბაკურციხე, ჩალაუბანი, ნანიანისა და ჯიმითის საუბნო გზების მოხრეშვა, სოფ. მუკუზანში სვეტიცხოვლის ეკლესიის მიმდებარედ ა/ბეტონის საფარის დაგება, ქალაქის ცენტრალური და შიდა გზების კოსტავას ქუჩის (სასაფლაოს გზა) რეაბილიტაცია, მაჩაბელის ქუჩის ასფალტირება, კორპუსების ეზოების მოასფალტება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია 03 02 ბ.ა) წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიატორიაზე სოფლების სასმელი წყლის სათავე-ნეგებობის რეაბილიტაცია, სოფ. ველციხეში ახალი ჭაბურღილების მოწყობა და სოფ. ახაშენსა და კარდენახში არსებული ჭაბურღილების გაწმენდა-რეაბილიტაცია, რეზერვუარების მოწყობა და წყალმომარაგებით ყზრუნველყოფა; დაკმაყოფილებული იქნება 2200 ბენეფიციარი. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ.ბ) ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური სერვისი“ (პროგრამული კოდი 03 02 02 02) ქვეპროექტის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლების წყლის სათავე ნაგებობების, რეზერვუარების, შიდა-საუბნო და ცენტრალური ქსელების მოვლა-პატრონობა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
სანიაღვრე-საკანალიზაციო ქსელის მოვლა-პატრონობა, რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტში კომუნალური მეურნეობისათვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანიაღვრე ქსელების და კოლექტორების მოვლა-პატრონობას, გარკვეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაციას და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გარკვეული ნაწილი ამორტიზირებულია და მოითხოვს განახლებას, ხოლო ქსელების ნაწილი სარეკონსტრუქციოა,პროგრამის მიზანია სანიაღვრე ქსელების ნორმალური ფუნქციონირება, სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სათავე ნაგებობების წესრიგში მოყვანა. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ.გ) გარე განათება (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ქსელის მოვლა-პატრონობა; ქალაქად და სოფლებში: ვაჩნაძიანი -25ც, კალაური - 150ც, ველისციხე -50ც, ჩუმლაყი -100ც, სოფ. გურჯაანი -50ც, ძირკოკი-25ც, ვეჯინი -8ც, კოლაგი -50ც, ბაკურციხე -40ც, ჩალაუბანი -3ც, მელაანი - 30ც და კაჭრეთი -100ცალი ახალი სანათების მოწყობა, მომსახურების ხარისხიანობის დონის ამაღლება თანხით, მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების დაფარვა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
გარემოს დაცვითი ღონისძიებები 03 02 04 ბ.დ) დასუფთავების ღონისძიებების მომსახურება (პროგრამული კოდი 03 02 04 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქის ტერიტორიიდან ყოველდღიურად და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან კვირაში ორჯერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა; ყოველდღიურად დაიგვება ქალაქის ქუჩები, სკვერები, ბაღები და მოედნები. თვეში ორჯერ დასუფთავდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური მაგისტრალის (55კმ) მიმდებარე ტერიტორია და მოხდება ქალაქ გურჯაანში ნონეშვილისა და წმ.ნინოს ქუჩების გადარეცხვა. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ.ე) ააიპ „ნიადაგის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების წესების დაცვაზე ზედამხედველობის სამსახური’“ (პროგრამული კოდი 03 02 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ნიადაგისა და წყლის საანალიზო სინჯების აღება არსებული სანიტარულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის; სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე კონტროლის; მასობრივი არაგადამდები დაავადებებისა და მოშხამვების აღმოცენების მიზეზების აღმოჩენის; ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და სხვა აუცილებელი ლაბორატორიული კვლევისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი შესაძლო მავნე ზეგავლენის შეფასების მიზნით. შუალედური შედეგი
ნიადაგისა და წყლის საანალიზო სინჯების აღების ინტენსივობა შედეგების შეფასების ინდიკატორები ჯანმრთელი და არაინფიცირებული მოსახლეობის რაოდენობა. ბ.ვ) საკანალიზაციო სისტემების და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება არსებული საკანალიზაციო და სანიაღვრე არხების და ახლის მოწყობა-რეაბილიტაცია, შუალედური შედეგი სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება .ბ,ზ) ხევების რეაბილიტაციისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხევების პრევენციული გაწმენდა-რეაბილიტაცია მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
გ.თ) თვითმმართველობის საკუთრებაში გადმოსაცემი ქონების, არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწების პასპორტირებისა და აუდიტორული მომსახურება (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება აუქციონზე გასაყიდად გასატანი მიწებისა და ძირითადი ქონების შეფასება. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზების მომზადების, ძირითადი ქონების აუდიტორული შეფასების სამუშაოები; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხევების გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები.
ბ.კ) უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მოწყობა, (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამხარეო უპატრონო ძაღლების თავშესაფარის მშენებლობა, რითიც ხელი შეეწყობა ქუჩებში უპატრონო ძაღლების ქაოსურად მოძრაობას, რომლებიც საშიშროებას უქმნიან მოსახლეობას ქუჩაში მოძრაობისას, მოსალოდნელი შუალედური შედეგი დაავადებული ძაღლებიდან ინფექციების გავრცელების აღმოფხვრა ქუჩებში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება სკვერებისა და მინი სპორტული მოედნების მოწყობა, მოვლა-შენახვის და გამწვანება, პროგრამის განხორციელებით საგრძნობლად უმჯობესდება მუნიციპალიტეტის გარე-იერსახე და ქალაქის მოსახლეობის დასვენების პირობები. განხორციელდება ბაღების, სკვერების მოვლა-პატრონობა; ხეების მოჭრა-გადაბელვა და კუნძების ამოღება-გატანა; სკვერების და პარკების მოწყობა-რეაბილიტაცია; მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) სკოლამდელი განათლების და პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსება თვითმმართველი ერთეულის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. ა) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია 37 სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც სწავლობს 2160 აღსაზრდელი. გათვალისწინებულია დღეში ორჯერადი კვება, თითოეულ ბავშვზე კვების ხარჯი დღეში იგეგმება 1,10 ლარი. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ბ) პროფესიულიგანათლებისხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ააიპ „მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრი“დაფინანსება. ბავშვთა პიროვნული განვითარებისა და თავისუფალი შემოქმედებითი აზროვნებისა და პროფესიული დაოსტატების ხელშემწყობი ღონისძიებები. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
გ) წარჩინებულ პირველკურსელთა წახალისება (პროგრამული კოდი 04 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება პირველკურსელ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლადამთავრებული სტუდენტთა წახალისება, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მიიღეს უმაღლესი ქულა, მოსალოდნელი შუალედური შედეგი
მოზარდთა დაინტერესების ზრდა პირველობისკენ შედეგების შეფასების ინდიკატორები
4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) სპორტისა და კულტურული განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად დაგეგმილია სპორტული და კულტურული ობიექტების, სახელოვნებო სკოლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების ასევე სპორტისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსება. ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. - სპორტის განვითარების ხელშეწყობა - კულტურის განვითარების ხელშეწყობა - ახალგაზდული პროგრამების დაფინანსება ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტის სხვადასხვა სახეობაში (ჭიდაობა, ფეხბურთი, ჭადრაკი, კრივი, ფრენბურთი, კალათბურთი, მკლავჭიდი, რაგბი) ახალგაზრდობის ჩართულობა; ჩასატარებელ რაიონულ და საქალაქთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა და მათი ჩატარების ორგანიზება. სპატრაკიადები მოსწავლეთა შორის. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ა.ა) სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, სპორტული სკოლები (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ააიპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორცმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2018 წლის განმავლობაში დაფინანსდება ჭადრაკის, ფეხბურთის, ჭიდაობის (ქართული, თავისუფალი, ძიუდო), კრივის, რაგბის, მკლავჭიდის, კალათბურთის, ფრემბურთის და კარატეს შემსწავლელი წრეები. ჩატარდება კომპლექსური სპარტაკიადები. სპორტულ სკოლებში სულ დასაქმებულია 46 მწვრთნელი, რომელიც ემსახურება 675 ბავშვის აღზრდას. ასევე ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული ღონისძიებები: ტურნირი მკლავჭიდში, რეგიონალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ჭადრაკში, მუნიციპალიტეტის ღია პირველობა ქუჩის კალათბურთში, მუნიციპალიტეტის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის, წყალბურთი, ალ. ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის თასის გათამაშება ფრენბურთში ტერიტორიულ ერთეულებს შორის, გურჯაანქალაქობისადმი მიძღვნილი ტურნირი სპორტული ღონისძიებები(მკლავჭიდი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა), ქ. გურჯაანის ღია პირველობა კრივში, ტრადიციული ტურნირი ძიუდოში კადეტთა შორის. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, წლის განმავლობაში მოსწავლეთა სპარტაკიადები სპორტის სახეობებში. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ახალგაზრდობის ჩართულობას სპორტულ ცხოვრებაში მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა. (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების: ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნები სკოლების, თეატრების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვა და სხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები ბ.ა) კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ „გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას“ მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილება მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით (ბეჭდური, ხელნაწერი და ინფორმაციის შემცველი სხვა მასალები), ხელსაყრელი პირობების შექმნის, პიროვნების შემოქმედებითი განვითარების, შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვის და ამ დოკუმენტებით მოსახლეობის მომსახურების მიზნით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „გურჯაანის მუნიციპალური კულტურის ცენტრი“. რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ფოლკლორის, ხელოვნების სხვა დარგების დაცვა და პოპულარიზაცია, მოსახლეობის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარება. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ააიპ „გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანებას“ და ააიპ „გურჯაანის სამხატვრო სკოლას“. სასწავლებელი მოიცავს შემდეგ დარგებს: საფორტეპიანო, ვიოლინო, მუზიცირება, სამხატვრო ხელოვნება. სახელოვნებო სასწავლებელი ამზადებს კადრებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად. ასევე ფინანსდება ააიპ „მრავალჟამიერი 1“ რომლის მიზანია ასწავლოს და შეინარჩუნოს ქართული ხალხური ფოლკლორული სიმღერები. ააიპ „ველისციხის თეატრის“ დაფინანსება ხორციელდება თეატრის ძირითად ფუნქციების, მიზნებისა და საქმიანობისსათვის, კერძოდ სხვადასხვა ტიპის წარმოდგენებისა და შემოქმედებითი პროექტების განხორციელების, თეატრალური ხელოვნების პროპაგანდისა და მოსახლეობის ფართო ფენების მხატვრული აღზრდა-დაოსტატება ხელშეწყობის მიზნით. პროგრამის მიზანია მოსწავლეთა მიერ შესაბამისი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების ათვისება, ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება. კონკურსებში, ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფის გზით განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა და წარმოჩენა. ბ.ბ) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) აღნიშნული პროგრამით ფინანსდება: დედის და ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოწვეული თეატრალური დასის სპექტაკლი, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი, ფესტივალი „გაზაფხულის სიმფონია“, ეროვნული სამოსის დღე, ბავშვთა დაცვის დღე, გივი ბერიკაშვილის ხსოვნის საღამო, ღონისძიება „ნატოობა“, ყვავილების ფესტივალი, ფოტოგამოფენა „გურჯაანი დღეს“, ღონისძიება „გურჯაანობა“, საახალწლო ღონისძიება, კულტურული ღონისძიებების ჩატარება ხელს შეუწყობს ეროვნული თვითშეგნების და კულტურული დონის ამაღლებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდი ნაწილის მონაწილეობა კულტურულ ცხოვრებაში;
შედეგების შეფასების ინდიკატორები
გ) ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში ჩატარდება საშობაო მსვლელობა, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?’’, ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენა სპეციალურ თემაზე შექმნილი ნამუშევრებით, სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, შეხვედრა ცნობილ პოეტებთან, გურჯაანის ახალგაზრდული დღეები, ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის? (საშემოდგომო სერია), ღია ცის ქვეშ წაკითხული პოეზია (თვითშემოქმედება), ამ ღონისძიებების მიზანია ახალგაზრდა თაობის ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში. ახალგაზრდების ინიციატივებით ხორციელება სხვადასხვა პროექტები. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. სოციალური დაცვა მოსახლეობისათვის სხვადასხვა სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მნიშვნელოვანი სოციალურიპროგრამები. კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ განახლებადი მონაცემთაბაზების შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანბაზაში დარეგისტირებულ ოჯახებს, ასევე მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებენ მხარდაჭერას გაეწევათ სხვადასხვა ტიპის დახმარებები. სოციალური პროგრამების ფარგლებში განხორციელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებისათვის სოციალური საჭიროების შესაბამისი სერვისების მიწოდება. მოსალოდნელი შედეგი
შედეგის შეფასების ინდიკატორები
ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიხედვით განხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დელეგირებული უფლებამოსულობების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა, ავადობის აქტიური გამოვლენა და დაავადებების აღმოფხვრის მიზეზთა და რისკფაქტორთა დადგენა. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
ბ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) ვეტერანთა სარიტუალო ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ომის ვეტერანთა ოჯახებისათვის დაკრძალვის, სარიტუალო მომსახურებისათვის ფინანსური დახმარება თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. ბ.ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა“ პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 01) „ახალშობილთა დახმარების“ პროგრამა ითვალისწინებს მატერიალურ დახმარებას ყოველ ახალშობილზე. (თითოეულზე 300 ლარის ოდენობით) ბ.გ) სოციალურად დაუცველ მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 01) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ეკონომიურად გაჭირვებული მოსახლეობის, ონკოლოგიური ავადმყოფების, მეორე მსოფლიო და საქ. ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანების, მარტოხელა დედების და მარჩენალდაკარგული ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარება, დიალეზზე მყიფი მოსახლეობის ტრანსპორტირების ხარჯი, მრავალშვილიანი, მარტოხელა დედისა და პიველი ჯგუფის ინვალიდთა ოჯახების ელ.ენერგიის ყოველთვიური გადასახადი. ბ.დ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 01 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტურ და სამედიცინო მომსახურებისათვის თანადაფინანსებას. ბ.ე) ხანძრით, მიწისძვრითა და სხვა ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02 02) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების ფინანსური დახმარება და ქირით სარგებლობის დახმარება. ბ.ვ) ობოლ და სოციალურად დაუცველ სტუდენტთა სწავლებისე რთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 02 05) ერთჯერადადად გადაირიცხება ობოლ და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან სტუდენტთა სწავლების თანადაფინანსება მაქსიმუმ 500 ლარის ოდენობით. ბ.ზ) ააიპ სოციალურად დაუცველ პირთა მომსახურების ორგანიზაცია „მოქალაქეთა თანადგომა“ (პროგრამული კოდი 06 02 02 04 ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200 ბენეფიციარის ყოველდღიური, უფასო კვების უზრუნველყოფა. ბ.თ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა (პროგრამული კოდი 06 02 04 02) მრავალშვილიანი ოჯახების (4 და მეტი შვილზე (18 წლამდე)) ყოველთვიური მატერიალური დახმარება (თითოეულ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით) . ბ.ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 02 03) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულების დაკრძალვის ხარჯებს. ბ.კ) ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებულთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01 02) დახმარება გაეწევა წელიწადში ორჯერ რომლებიც დაავადებულნი არიან ონკოლოგიური და სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით. მოსალოდნელი შუალედური შედეგი
შედეგების შეფასების ინდიკატორები
მუხლი 16 . გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრო გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები