„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/09/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017473
12/ნ
12/02/2018
ვებგვერდი, 13/02/2018
040030000.22.022.017473
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №12/ნ

2018 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის № 125/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016645) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (შემდგომში – „სასწავლო უნივერსიტეტი“) ავტონომიური დაწესებულებაა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა. იგი ახორციელებს აკადემიური უმაღლესი  განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ახლად არჩეული აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, არჩეულ წევრთა უფლებამოსილების დადასტურება ხდება იმავე მოთხოვნების დაცვით, რაც დადგენილია სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის.“.

4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გამოქვეყნდეს სასწავლო უნივერსიტეტის ბეჭდვით ორგანოში (არსებობის შემთხვევაში) და კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირისა. რექტორის არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.“.

5. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) უფლებამოსილია, დამხმარე პერსონალის გარდა, სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, რექტორთან შეთანხმებით, მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა მიღებისა და გათავისუფლების წესს, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას განსაზღვრავს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;“.

6. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე განთავსდეს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე, მათ შორის, შესაბამის ფაკულტეტზე. კანდიდატების რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში.“.

7. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორისაგან, ასოცირებული პროფესორისაგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისაგან.“.

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

8. 27-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. საბუთების მიღება გრძელდება არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირისა. კონკურსი ტარდება საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.“.

9. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროფესორის თანამდებობაზე:

ა) შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 8 წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით  დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).“.

10.   281 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 281. პროფესორის ატესტაცია

1. ატესტაცია არის პროფესორის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.

2. ამ წესდების 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

3. პროფესორის პროფესიული უნარებისა და აკადემიური საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა ხდება შესაბამისი კრიტერიუმებით შეფასების შედეგად, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

4. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი.

6. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.

7. ატესტაციის შედეგების მიხედვით, საატესტაციო კომისიას თითოეული ატესტაციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება (დასკვნა):

ა) პირი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

ბ) პირი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას.

8.  ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ატესტაციის შედეგი იწვევს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

9. ატესტაციის პროცედურულ საკითხებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.“.

11. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად.“.

12. 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე);“.

13. 41-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სასწავლო უნივერსიტეტის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. სასწავლო უნივერსიტეტის მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

14. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

2. სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობის იმ ერთ მესამედს, რომელიც ექვემდებარებოდა განახლებას 2 წლის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილება გაუგრძელდეთ აკადემიური საბჭოს დანარჩენი წევრების უფლებამოსილების ვადით.“.  

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი