„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.020370
54
02/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
390120000.10.003.020370
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №54

2018 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №241 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ.,მუხლი 1496) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჭ“ ქვეპუნქტი:

„ჭ) ხე-ტყის ნარჩენი – ხე-ტყის დამზადების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე, ის ძირნაყარი ხე-ტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 პუნქტი:

„23. ამ მუხლის 21  პუნქტის შესაბამისად შერჩეულ დაინტერესებულ პირს ტყის მოვლის ღონისძიებების ფარგლებში  ეძლევა ხე-ტყის ნარჩენის ათვისების უფლება და ათვისებული ნარჩენი გადაეცემა საკუთრებაში, მართვის ორგანოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ ბიოსაწვავის წარმოების მიზნით. ათვისებული ნარჩენისთვის დაინტერესებული პირი იხდის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილ საფასურს. ხე-ტყის ნარჩენის საფასურის გადახდის, ათვისებული ნარჩენის მოცულობის დაანგარიშებისა და ნარჩენის ტრანსპორტირების წესი განისაზღვრება „ტყითსარგებლობის წესის“ მე-13 მუხლის მე-4 პუნქტით.“.

3.  მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები, ასევე ხე-ტყის ნარჩენი უნდა იქნეს გამოტანილი ტყიდან.“.

4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხე-ტყისა და ხე-ტყის ნარჩენის გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი