„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 53
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020369
53
02/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
300160070.10.003.020369
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №53

2018 წლის 2 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური  რეგლამენტის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. რეგულირების სფერო

საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში – რეგლამენტი) რეგულირდება ხე-ტყის/ხე-მცენარის/ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი №1) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები .“.

2. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დამზადების ადგილი – საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტყეკაფი ან ტყის ფონდის სხვა ტერიტორია, ასევე სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია, სადაც მოხდა ხე-ტყის/ხე-მცენარის მოპოვება ან საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოყოფილი ტყეკაფი ან ტყის ფონდის სხვა ტერიტორია, სადაც მოხდა ხე-ტყის ნარჩენის ათვისება.“.

3. მე-2 მუხლს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ხე-ტყის ნარჩენის დატვირთვის ადგილი − ხე-ტყის ნარჩენის ათვისების შესახებ შესაბამისი ხელშეკრულების მფლობელისთვის საქართველოს ტყის ფონდში საქმიანობისთვის გადაცემული სამოქმედო ტერიტორიის კონკრეტული ადგილმდებარეობა, სადაც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის ნარჩენის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა.“.

4. მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის, ხე-მცენარის ან ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირება, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.“.

5. მე-2 მუხლის 31-ე-34-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

32. მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.

33. სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სატყეო სააგენტო.

34. დეპარტამენტი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.“.

6. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას, დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ადგილზე, ხე-ტყის მორთრევის შემთხვევაში – ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, სააგენტოს მიერ ხე-ტყის დახარისხების შემთხვევაში − დახარისხების ადგილზე, ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის  გამოტანის შემთხვევაში − სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის ადგილზე, ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე.“.

7. მე-3 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში − დაცული ტერიტორიების სააგენტო) მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ნუმერაცია უნდა იწყებოდეს 2000000000-დან;“.

8. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) დაცული ტერიტორიების სააგენტო;“.

9. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა

1. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ათვისებული ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი არის  მართვის ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის დადებული ხელშეკრულება.

2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია:

ა) მოითხოვოს ხე-ტყის ნარჩენის გამოტანის უფლებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (ხელშეკრულება, ქვითარი), ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და  გადამზიდავი პირის შესახებ);

ბ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული  ხე-ტყის ნარჩენის  მოცულობა;

გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ:

გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი;

გ.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ფაქტობრივად არსებული დამზადების ადგილი არ შეესაბამება ერთმანეთს.

3. ხე-ტყის ნარჩენის გამოტანაზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება ნარჩენის ადგილზე დაქუცმაცებისა და სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის შემდგომ, დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას:

ა) დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ;

ბ) მე-3 რეკვიზიტის პირველ გრაფაში −  „ხე-ტყის ჯიში“ უნდა მიეთითოს − „ხე-ტყის ნარჩენი“, ხოლო მეორე გრაფაში − „ხე-ტყის მოცულობა“ უნდა მიეთითოს  სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული  დაქუცმაცებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა; მე-4 რეკვიზიტი არ ივსება და ყველა გრაფა გადაიხაზება Z-ით;

გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში −  „დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

4. დაუშვებელია არასრულად შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაინტერესებულ პირზე ან გადამზიდავ პირზე გადაცემა.

5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, ხოლო მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს ან გადამზიდავ პირს. გადამზიდავი პირი ვალდებულია, ტრანსპორტირების დასრულებისას შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადასცეს დაინტერესებულ პირს.

6. გადამზიდავი პირი ვალდებულია, თან იქონიოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ხე-ტყის ნარჩენის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირებისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი