,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.146.016157
6
05/02/2018
ვებგვერდი, 09/02/2018
190020020.35.146.016157
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ.ა“  ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:


მუხლი 1
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის  №25 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 12.12.2017, 090020020.35.146.016145) დამტკიცებული დანართის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტიჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.  კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია. (პროგრამული კოდი 03 01)

- პროგრამის ფარგლებში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში განხორციელდება:

- სასმელი წყლის მილების შეცვლა(წყალმომარაგების ქსელის რეკონსტრუქცია);

- შიდა გზების მოხრეშვა-მოშანდაკება;

- ჭაბურღილის ბურღვასთან დაკავშირებული მომსახურება;

- სანიაღვრე სისტემების მოწყობა;                                                                                           

- გორის მუნიციპალიტეტის საქაშეთის დევნილთა დასახლებაში დევნილთა ოჯახებზე ბუნებრივი აირის გამრიცხველიანება;

- გარე განათების  სისტემის უზრუნველყოფის მიზნით ნათურების შესყიდვა-შეცვლა“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი