დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 51 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 02/02/2018 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.020366 |
51
02/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
340170000.10.003.020366
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2011, 340170000.10.003.016167) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (Salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან აღნიშნული პროდუქტის იმპორტი ჩერდება ერთი წლის ვადით. ეროვნული სააგენტო მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებს შესაბამისი ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს. ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ იმპორტის ნებართვა გაიცემა ამ წესის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მარტიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები