დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბერის N6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/06/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016120 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბრის №6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბრის №6 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 16/11/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016117) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შტატით განსაზღვრული თანამდებობებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და საკონკურსო თემატიკაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-5 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი“; ბ) 45-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი – პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“; გ) 46-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა“; დ) 47-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მესამე რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“; ე) 48-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა“; ვ) მე-9 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი”; ზ) 61-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი – პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“; თ) 62-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა“; ი) 63-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“; კ) 64-ე მუხლის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე დამტკიცდეს შემდეგი საკონკურსო თემატიკა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები