დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016554 |
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 12 სექტემბრის №70 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016520) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-18 მუხლის შემდეგ დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 181. საერთაშორისო შესყიდვების სამმართველოს უფროსის მოადგილე (მესამე რანგი, კატეგორია – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი) ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: ა) ბიზნესის ადმინისტრირება (სპეციალობა: საბუღალტრო აღრიცხვა; მარკეტინგი; მენეჯმენტი; ფინანსები); ბ) ინჟინერია (სპეციალობა: კომპიუტინგი/ინფორმატიკა; ხელსაწყოთმშენებლობა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები; საინჟინრო ფიზიკა; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; მშენებლობა; ტრანსპორტი; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; მასალათმცოდნეობა; გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება; სამთო და გეოინჟინერია; საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაცია); გ) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (სპეციალობა: მათემატიკა; ფიზიკა; ქიმია; ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები; გეოგრაფია; გეოლოგია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგთაშორისი, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია); დ) სამართალი (სპეციალობა: სამართალმცოდნეობა; საერთაშორისო სამართალი; კერძო/ბიზნესსამართალი; სისხლის სამართალი; საჯარო სამართალი); ე) სოციალური მეცნიერებები (სპეციალობა: ეკონომიკა; პოლიტიკის მეცნიერება; საზოგადოებრივი გეოგრაფია; საერთაშორისო ურთიერთობები); ვ) ჯანდაცვა (სპეციალობა: მედიცინა; ფარმაცია; საზოგადოებრივი ჯანდაცვა; ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია); ზ) ჰუმანიტარული მეცნიერებანი (სპეციალობა: ისტორია; ფილოლოგია, მათ შორის, ქვედარგის/სპეციალიზაციის შესაბამისი მოდიფიცირებით); თ) მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები (სპეციალობა: არქიტექტურა; ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა; თავისუფალი მეცნიერებები; საჯარო მმართველობა; საზღვაოსნო მეცნიერებები (საზღვაო ნავიგაცია/გემის მექანიკა/გემის ელექტრომექანიკა); თავდაცვა და უსაფრთხოება; სამხედრო მეცნიერება, შესაბამისი ქვედარგის/სპეციალიზაციის დაკონკრეტებით; სტატისტიკა; ტურიზმი; ჯანმრთელობის მეცნიერებები; ურბანისტიკა). 2. სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის ან საჯარო მმართველობის სფეროში – 2 წელი. 3. ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება. 4. სამართლებრივ აქტებზე მუშაობის გამოცდილება. 5. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია (ზოგადი ცოდნა); ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი (ზოგადი ცოდნა); დ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი; ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (გარდა მეოთხე, მეხუთე და მეექვსე წიგნებისა); ვ) „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი; ზ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი; თ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ი) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილება; კ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილება; ლ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილება; მ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 29 სექტემბრის №31 ბრძანება. 6. საერთაშორისო კომერციული ტერმინების „ინკოტერმსი” ცოდნა. 7. სასურველია ინგლისური ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა – B1 დონე. 8. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები