დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვარი №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.33.058.016119 |
|
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №1 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 12/01/2017 სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე)აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №5 დანართისა;“; ბ) ბრძანების „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება, თანახმად №9 დანართისა.“; გ) ბრძანების დანართი №5-ით დამტკიცებული „აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; დ) ბრძანების დანართი №9-ით დამტკიცებული „ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №5
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება |
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების იდენტიფიცირება, ანალიზი და ინფორმაციის დაინტერესებული მხარეებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; ბ) ცენტრალურ, ავტონომიურ და ადგილობრივ დონეზე სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტებში/პროგრამებში/ქვეპროგრამებში რეგიონის ფერმერთა და აგრომეწარმეთა ჩართულობის ხელშეწყობა; გ) რეგიონის მუნიციპალიტეტების მიხედვით, სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული პროექტების/პროგრამების/ქვეპროგრამების ბენეფიციართა შესახებ ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება და დამუშავება; დ) სამინისტროს სტრატეგიის განახლების პროცესში სტატისტიკური და სხვა სახის ინფორმაციის/კვლევების მობილიზაცია და სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის გაზიარება; ე) ექსტენციის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გამართული ფუნქციონირება და მობილიზებული ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება; ვ) სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამუშავების და ექსპორტის შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; ზ) სოფლის მეურნეობის წარმოების საშუალებების და მექანიზაციის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; თ) სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სურსათზე არსებული ფასების შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავება; ი) სტატისტიკური მონაცემების არარსებობის შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაცემების შეგროვება და დამუშავება; კ) დამუშავებულ და მობილიზებულ მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიშების მომზადება; ლ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ერთეულთან კომუნიკაცია, ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან (საქსტატთან) კომუნიკაცია და ინფორმაციის და სტატისტიკური მონაცემების გაცვლა; ნ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ო) კანონმდებლობითა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება. მუხლი 5 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაბორატორიული კვლევითი ცენტრისაგან, სამინისტროს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროსერვის ცენტრისაგან და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – აგროპროექტების მართვის ცენტრისაგან.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 7 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. |
დანართი №9 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება
|
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად შექმნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციას, უფლება-მოვალეობებს, ძირითად ფუნქციებს და სამართლებრივ საფუძვლებს. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
თავი II. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 4 დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განსაზღვრა; ბ) სამინისტროს საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; გ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების ერთიანი ბიუჯეტების პროექტის შემუშავება და შესაბამის დაწესებულებებში დროული წარდგენა; დ) სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილებისა და წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად მართვის უზრუნველყოფა; ე) საბიუჯეტო დაფინანსების სისტემური ანალიზი, პროგრამების/ქვეპროგრამების და პროექტების დაფინანსების პირობების სრულყოფა; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებთან ერთად სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება; ზ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და მისი სისტემის დაწესებულებების ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ წინადადებების შემუშავება; თ) სამინისტროსათვის გამოყოფილი თანხის მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა; ი) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტების შესრულების ანალიზი და ანგარიშგება; კ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სამინისტროს პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა შესაბამის დაწესებულებებში; ლ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის დაწესებულებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება და წარდგენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში; მ) დეპარტამენტში შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებზე, მოქალაქეთა წერილებსა და განცხადებებზე რეაგირება; ნ) საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება. მუხლი 5 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოითხოვოს და მიიღოს სათანადო ინფორმაცია და დოკუმენტაცია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
თავი III. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები მუხლი 6 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეს; დ) ახორციელებს კონტროლს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე და დისციპლინის დაცვაზე; ე) ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგების და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურის წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სტრუქტურული ქვედანაყოფის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით; ლ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის თანამშრომელი. მუხლი 7 დეპარტამენტის სხვა საჯარო მოსამსახურე: ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ზეპირ და წერილობით დავალებებს; ბ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; დ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები