„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016937
31
05/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
100110000.22.038.016937
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №31

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 სექტემბრის №125 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, (www.matsne.gov.ge), 11/09/2015, 100110000.22.038.016540) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებებში და საკნებში/საკნის ტიპის საცხოვრებელში გადანაწილების პროცესის კოორდინაცია, ანალიზი, მათ შორის, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრებულის პიროვნების შესწავლა, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენა;“.

2. მე-7 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება;“.

3. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში განაწილების პროცესის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას. ასევე, უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრებულის პიროვნების შესწავლას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენას;“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკნებსა და საერთო საცხოვრებელში განაწილების პროცესის კოორდინაციას, ანალიზსა და წინადადებების შემუშავებას. ასევე, უზრუნველყოფს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადასაყვანი მსჯავრებულის პიროვნების შესწავლას, შესაბამისი წინადადებების შემუშავებასა და დეპარტამენტის დირექტორის/დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისთვის წარდგენას;“;

4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის, კონტროლის და ამ პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერის საერთო კოორდინაციასა და ანალიზს;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე შესაბამისი რეაგირების განხორციელებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი