„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016938
32
05/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
100020020.22.038.016938
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №32

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №140 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/10/2015, 100020020.22.038.016555) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.“.

ბ) მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ლ1 და ლ2 ქვეპუნქტები:

„ლ1) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვა;

2) საჭიროების შემთხვევაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის და სხვა თანამდებობის პირების პირადი უსაფრთხოების დაცვა;“.

2. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შემdგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) სპეციალური დაცვის სამმართველო.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამმართველოები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბისა (სამმართველო), კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ასრულებენ საბრძოლო დავალებებს.“.

3. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71

სპეციალური დაცვის სამმართველო:

ა) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;

ბ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის/მოადგილის და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და მთავარი სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამმართველოში შემოსული  კორესპონდენციის განხილვას და  შესაბამის რეაგირებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი