„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016939
33
05/02/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
010320040.22.038.016939
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №33

2018 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ”  საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 10 აგვისტოს №84 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/08/2015, 010320040.22.038.016499) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

სამმართველოს ამოცანაა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება, აგრეთვე მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა.“.

2. მე-6 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ი1 ქვეპუნქტი:

„ი1) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;“.

3. მე-7 - მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7

სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;

ბ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

მუხლი 8

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნის კოორდინაციას;

ბ) ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე შესაბამის რეაგირებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე წარდგენის მიზნით;

გ) ამზადებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას;

დ) უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას;

ე) ორგანიზებას უწევს შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;

ვ) უზრუნველყოფს შეწყალების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დოკუმენტების გაგზავნის კოორდინაციას;

ზ) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 9

მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის გამართვას და აწარმოებს საქმის მასალებს;

ბ) შეიმუშავებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

დ) მსჯავრდებულის რისკების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამუშავებს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, შენახვას.

ე) ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზს, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.

4. მე-13 და მე-14 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

1. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი:

ა) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე ბრალდებულთა/მსჯავრებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე;

ბ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის, მათ შორის, მსჯავრდებულთა პირადი საქმეების, გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე და ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;

დ) უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას;

ე) ახორცილებს სასამართლოდან შემოსულ იმ სასამართლო გადაწყვეტილების/განაჩენის კონტროლსა და აღრიცხვას, რომლებიც ეხება ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს და დაკავებული პირის დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების/განაჩენის შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნას;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის თაობაზე და ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს  საიდუმლო კორესპონდენციაზე და სხვა, მათ შორის, საგამოძიებო, ორგანოებიდან შემოსულ, კორესპონდენციაზე;

თ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციასა და ანგარიშებს;

ი) ყოველი თვის დასაწყისში აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას;

კ) ყოველდღიურად აწარმოებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველდღიური  განთავსების სტატისტიკას;

ლ) ყოველთვიურად აწარმოებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვას;

მ) აწარმოებს საპენსიო ასაკს მიღწეულ მსჯავრდებულთა აღრიცხვას და უგზავნის ინფორმაციას უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს;

ნ) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების სრულყოფილი მასალების გადაგზავნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;

ო) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსულ განცხადებებზე;

პ)  რეაგირებას ახდენს სააღსრულებო ბიუროდან შემოსულ კორესპონდენციაზე;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;

ს) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;

ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.

2. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი:

ა) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრების და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;

გ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;

დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;

ე) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსულ ბრალდებულთა პირადი საქმეების გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებაში;

ვ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის მიზნით და ბრძანების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;

ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.

მუხლი 14

1. მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ინსპექტორი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე  შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულთა რისკების შესაფასებლად საჭირო მასალების დამუშავება და წარდგენა მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომაზე;

გ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმების წარმოება;

დ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

ე) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის/საჩივრის, შესაგებლის და სასამართლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;

ზ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;

თ) გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული სახით აღრიცხვისა და სისტემატიზაციისათვის, გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.

2. მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ინსპექტორი:

ა) კომპეტენციის ფარგლებში განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე  შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;

გ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმების წარმოება;

დ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;

ე) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი