დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ნოემბრის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.038.016944 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ნოემბრის №164 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 24 ნოემბრის №164 ბრძანებაში (საქართველოს საკნონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/11/2015, 010320040.22.038.016579) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის:
1. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები: „მუხლი 51 1. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია); გ) საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია); დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ვ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა. 2. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს. მუხლი 52 1. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი მძღოლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) სრული ზოგადი ან უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის გამოცდილება (სასურველია); გ) საჯარო სამსახურში, სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია); ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ვ) უცხო ენის ცოდნა (სასურველია); ზ) მამაკაცებისათვის სამხედრო ბილეთი ან წვევამდელის მოწმობა; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა. 2. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორი მძღოლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“; გ) იმ პენიტენციური დაწესებულების დებულება, სადაც მოსამსახურე ეწევა საჯარო სამსახურს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები