დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/02/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2018 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 05/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016451 |
|
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 12.08.2014წ., 010250020.35.160.016219) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში – „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
ა) დებულების მე-11 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მერიის აპარატი; ბ) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახური; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური; დ) შიდა აუდიტის სამსახური; ე) ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახური; ვ) ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური; ზ) ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახური; თ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ი) არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური.“; ბ) დანართის მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 1. მერიის აპარატის ძირითადი ფუნქციებია: მერიის სტრუქტურული ერთეულების კოორდინაციის ხელშეწყობა; საქმისწარმოების პროცედურების, დოკუმენტირების სტანდარტებისა და კორესპონდენციის ბრუნვის წესების დაცვაზე ზედამხედველობა; ადმინისტრაციული წარმოებების დადგენილი წესითა და პროცედურებით ჩატარება; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება; მერიაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი გამართულობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება, პროფესიული დონის ანალიზი, კადრების საჭიროებათა შესწავლა; საჯარო მოხელეთა პირადი საქმეეების წარმოებაზე ზედამხედველობა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მერიის თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული დახმარების გაწევა; მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და შემსრულებლამდე დაყვანა; ქალაქის მერის დავალებების შესრულების კოორდინაცია; დაწესებულების კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის უზუნველყოფა და ადმინისტრირება; დაწესებულებაში წესრიგის, ტექნიკური უსაფრთხოების და სისუფთავის დაცვის საკითხებთან დაკავშირებული საკითხების მონიტორინგი და დაწესებულების სამეურნეო საქმიანობის უზრუნველყოფა; თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეთა შრომის, სამივლინებო დოკუმენტაციის მომზადება. მერიის საქმიანობის ანგარიშების, პრეს-რელიზების მომზადება და გამოქვეყნება; მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა რეგულირება; პიარის დაგეგმვა და მოქალაქეთა მიღებების ორგანიზება-განხორციელება; მედია საშუალებებთან და ჟურნალისტებთან ურთიერთობების წარმართვა; მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების პრესკონფერენციების მომზადება; ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირებას, მის ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას; სატელეფონო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის დამუშავება (ცხელი ხაზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა); მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობების კოორდინაციის ზედამხედველობა, ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზების კონტროლი. ქალაქში მიმდინარე ღონისძიებების პრეზენტაცია; მოქალაქეთა მიღებებზე მიღებული ინფორმაციის დამუშავებას და შემსრულებლამდე დაყვანას(მიწოდებას); მოქალაქეთა ინტერესების შესწავლას და მათი შესაბამის, კომპეტენეტურ პირებთან დაკავშირებას. 2. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მისი ხარისხის ამაღლება; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და ინსპექტირება; ტრანსპორტის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება, ორგანიზება, მართვა და რეგულირება; ტრანსპორტის სფეროს განვითარების მიზნით ღონისძიებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია და ინსპექტირება; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის კოორდინაცია და ინსპექტირება; მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდულ და შესასყიდ სამუშაოებზე წინადადებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით დოკუმენტაციის მომზადება და პროცესში ჩართულობა; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სამსახურებთან, ორგანიზაციებთან; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტების შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მომზადება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი; ქალაქის მერის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისდმი დაქვემდებარებული დაწესებულებების და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი შიდა საფინანსო საქმისწარმოების დანერგვა; ქალაქ რუსთავის მუნციპალიტეტის ფინანსური ანგარიშგების შედგენა; მერიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა; მუნიციპალიტეტის შესყიდვების განხორციელება. 4. შიდა აუდიტის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მერიის საქმიანობის გაუმჯობესებისაკენ, მისი მიზნების მიღწევის უზრუნველყოფისა და მისი ამოცანების სრულყოფილად შესრულებისაკენ მიმართული დამოუკიდებელი, ობიექტური, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობა, რომელიც სისტემატიზებული, დისციპლინებული და ორგანიზებული მიდგომით აფასებს და აუმჯობესებს რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ეფექტიანობას; მერიის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; მერიის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; შიდა აუდიტორული შემოწმებების განხორციელება სისტემური, შესაბამისობის, ფინანსური, ეფექტიანობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის სახით; შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და ქალაქის მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; სამსახურის მიერ შემუშავებული და შიდა აუდიტორული ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების დროულ და შესაბამის შესრულებაზე უწყვეტი მონიტორინგი და შეფასება; მერიის სისტემაში სამსახურის კომპეტენციის გათვალისწინებით საჯარო მოსამსახურეთა ეთიკის და ქცევის ზოგადი წესების, მერიის შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი აქტების დაცვაზე სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დისციპლინური წარმოების ჩატარება; სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით მერიის სისტემაში და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებულ სამეწარმეო იურიდიულ პირებში სამსახურებრივი შემოწმების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება და სამსახურებრივი შემოწმების/ ინსპექტირების შედეგების ქალაქის მერისთვის წარდგენა; სამსახურებრივ გადაცდომათა და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ხელშემწყობი მიზეზების დადგენა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, შესაბამისი რისკ-ფაქტორების ანალიზი და მართვა; დისციპლინური გადაცდომის არსებობის ან არარსებობის დადასტურება და შესაბამისი დასკვნის შეადგენა; სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს მერიის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს. 5. ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემის შესახებ; წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის კანონით მიკუთვნებული ქონების ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; წინადადებების, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით; კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე კონტროლი; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელება; წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ეკონომიკური განვითარების მიზნით პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; მოქალაქეთა დასაქმებისთვის ხელშეწყობა; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 6. ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული I კლასს დაქვემდებარებული ობიექტების საპროექტო და სახელმძღვანძელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე კონტროლი; სათანადო ნებართვის გარეშე მიმდინარე მშენებლობებსა და შენობა-ნაგებობათა დემონტაჟზე კონტროლი; იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი; გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე კონტროლი; ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით" და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ადმინისტრაციული და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოება, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შედგენა; მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით შესაბამისი აქტებისა და დოკუმენტაციის შედგენა; მოსაკრებელს დაქვემდებარებული ფიზიკური და იურიდიული პირების აღრიცხვისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; კანონმდებლობით დადგენილი წესით რეაგირება ადგილობრივი მოსაკრებლის გადაუხდელობაზე ან დაგვიანებით გადახდაზე; სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; მოქმედი კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 7. ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით წინადადებების შემუშავება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ჯანდაცვის, სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება; მათი განხორციელების პროცესების კოორდინაცია და მონიტორინგი; განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების კოორდინაცია; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა; ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებების წარდგენა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოსთან; კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან; ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია; სამსახურის საქმიანობის სფეროში მოქმედი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა; სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 8. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა; გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება; უზრუნველყოს სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვის ორგანიზება; აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედა ნაყოფებში გაგზავნა; მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა,; სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა; ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსების ხარჯზე; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება; ფიზიკურ და იურიდიული პირთა განცხადებების და შუამდგომლობების კანონმდებლობით დადგენილ ვადებში განიხილვა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების განხორციელება; გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, ანგარიშისა და სხვა სახის ინფორმაციის წარდგენა ქალაქის მერის/სამსახურის კურატორ მერის შესაბამისი მოადგილისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საჯარო დაწესებულებებისათვის; საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებში, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 9. მერიის არქიტექტურისა და სამშენებლო-ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: არქიტექტურულ-გეგმარებითი სამუშაოების და საპროექტო დოკუმენტაციის განხილვა და დამუშავება; ქალაქის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების განხილვა და დამუშავება;მშენებლობის ნებართვის გასაცემად და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი წინადადების მომზადება. სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და შესაბამისი წინადადებების/გადაწყვეტილებების მომზადება/მიღება.ქალაქის დაგეგმარების, განაშენიანების, კეთილმოწყობის, გამწვანების, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, საქალაქო დიზაინის საკითხთა მარეგულირებელი ნორმების და წესების დამუშავებაში მონაწილეობა;პროექტებისა და მშენებლობის ნორმების სრულყოფისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ინიციატივების გამოჩენა ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით; სამშენებლო საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი, საჯარიმო სანქციების გამოყენება; საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ „პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ დადგენილი ზომების განხორციელება; უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა; კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ ორგანოებთან, ფიზიკურ, იურიდიულ პირებთან და სასამართლოებში; საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით, ამ დებულებით, რუსთავის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2018 წლის 5 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები