დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.123.016429 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.01.2018, N010250050.35.123.016412), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მერია შედგება სტუქტურული ერთეულებისაგან.“ . 2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერია შედგება სტუქტურული ერთეულებისაგან.“ . 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 თავის სათაურიდან, მე-5 მუხლიდან, მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „ხელმძღვანელი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მერის პირველი მოადგილე, თუ მერის პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის – მერის მოადგილე, ხოლო თუ მერს ორი ან ორზე მეტი მოადგილე ჰყავს – მერის უხუცესი მოადგილე. თუ მერის პირველი მოადგილე ან მერის მოადგილე დანიშნული არ არის, მერის მოვალეობას მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი მერის არჩევამდე ასრულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი. 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს შვებულებით პროფესიული განვითარებისათვის;“ . 7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 თავის სათაური შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI. მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და კარიერული განვითარება“. 8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 25-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მერის უფლებამოსილება შეიმუშაოს და საკრებულოს მისაღებად წარუდგინოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების პროექტები;“ . 9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული წესით, მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს ადგენს მერი.“ . 10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მერიის საქმიანობის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობას უზრუნველყოფს მერიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე.“ . 11. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა: „მერიის“, შეიცვალოს სიტყვებით: „მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების“. 12. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.“ . 13. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა: „მერიის“, შეიცვალოს სიტყვებით: „მერიის თანამდებობის პირების“. 14. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერიის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:“ . 15. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერიის სამსახურის რეორგანიზაციის სამართლებრივი საფუძველია მერის ბრძანება მერიის სამსახურში რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ, რომლითაც განისაზღვრება:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები