„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 09/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017470
09/ნ
31/01/2018
ვებგვერდი, 01/02/2018
430030000.22.022.017470
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №09/ნ

2018 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.016102) და ბრძანების:

1. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.“;

2. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ (დანართი №1):

ა) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.“;

ბ) მე-14-მე-17 მუხლები ამოღებულ იქნეს;

გ) მე-20 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ერთი სააკრედიტაციო განაცხადი შესაძლებელია ითვლისწინებდეს ისეთ საგანმანათლებლო პროგრამას/ პროგრამებს, რომელიც სწავლის შედეგების მიხედვით გადის ერთზე მეტ, მაგრამ – არაუმეტეს სამ კვალიფიკაციაზე, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიმართოს ცენტრს, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის/ექსპერტების შეყვანის თხოვნით, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულება მიუთითებს აკრედიტაციის  თვითშეფასების ანგარიშში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი საერთაშორისო ექსპერტი განისაზღვრება აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარედ.“;

დ) 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით, კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.“;

ე) 24-ე მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრედიტაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.“;

ე.ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.“;

ვ) 271 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკრედიტაციის სტატუსის მაძიებელი დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.“;

ზ) 274 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) აკრედიტაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ანგარიშსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.“;

თ) 282 მუხლის:

თ.ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;

ბ) სააკრედიტაციო დოკუმენტაციას;

გ) აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.“;

თ.ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ი) 283 მუხლის:

ი.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივრის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.“;

ი.ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ) 285 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.“;

ლ) 286 მუხლის:

ლ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში,  გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ აკრედიტაციის საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ.“;

ლ.ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები აკრედიტაციის საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით.“;

მ) 31-ე მუხლის:

მ.ა) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დაწესებულება დასკვნის პროექტის გაცნობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და საბჭოს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.“;

მ.ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.“;

3. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასურის“ (დანართი №2) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. აკრედიტაციის საფასურის ოდენობა

1. აკრედიტაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.

2. აკრედიტაციის საფასური მოიცავს აკრედიტაციის პროცესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და  საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები) ხარჯებს, აკრედიტაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებსა და დამატებული ღირებულების გადასახადს.

3. საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა) აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 2233 ლარს (მივლინების საჭიროების გარეშე), ხოლო 3008 ლარს (მივლინების საჭიროების შემთხვევაში).

 4. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა), სწავლის შედეგის მიხედვით გადის ერთზე მეტ კვალიფიკაციაზე, მაგრამ არაუმეტეს 3 კვალიფიკაციისა, მისი აკრედიტაციის საფასური იზრდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასურის 30%-ით თითეული კვალიფიკაციისათვის.

5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1858 ლარს (მივლინების საჭიროების გარეშე), ხოლო 2478 ლარს (მივლინების საჭიროების შემთხვევაში).

6. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის, ასევე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 3733 ლარს (მივლინების საჭიროების გარეშე), ხოლო 4508 ლარს (მივლინების საჭიროების შემთხვევაში).

7. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურის ოდენობა შეადგენს 1067 ლარს (მივლინების საჭიროების გარეშე), ხოლო 1532 ლარს (მივლინების საჭიროების შემთხვევაში).

8. იმ შემთხვევაში, თუ ერთი საგანმანთლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილია რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა, რომელთა აკრედიტაციის სტანდარტებით შემოწმება შესაძლებელია ერთი და იგივე დარგობრივი კომპეტენციის მქონე ერთი აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ, თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისათვის (მაგრამ არაუმეტეს სამი საგანმანთლებლო პროგრამისა) ამ მუხლით გათვალისწინებული აკრედიტაციის საფასური მცირდება 30%-ით, ხოლო თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა შეეხება სწავლის შედეგების მიხედვით ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურების მიხედვით წარმოდგენილ საგანმანათლებლო პროგრამას -  50%-ით.

9. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის გაანგარიშების ალტერნატიული შესაძლებლობების არსებობისას, საფასური განისაზღვრება შესაძლო მინიმალური ოდენობით.

10. აკრედიტაციის საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით. აკრედიტაციის განაცხადის განხლვისა და საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საფასურები განმცხადებელს არ უბრუნდება, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

11. საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საფასური სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი