„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 120110000.22.026.016555
7
09/02/2018
ვებგვერდი, 12/02/2018
120110000.22.026.016555
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №7

2018 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამხედრო ფორმის ტანსაცმელი და მისი ტარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 5 აპრილის №22 ბრძანებით (ვებგვერდი, 05/04/2017, სარეგისტრაციო კოდი 120110000.22.026.016474) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7

1. საველე სამხედრო ფორმის შემადგენლობაში შედის (სურათი №7): კომუფლირებული ქურთუკი, ხაკისფერი/მწვანე პულოვერი (დახურული ყელით), კომუფლირებული შარვალი, პიჯაკი, ქუდი (კეპი, პანამა, ბერეტი), მწვანე/კომუფლირებული მაისური, მუქი მწვანე/შავი/ხაკისფერი შარვლის ქამარი, მაღალყელიანი ფეხსაცმელი, მუქი მწვანე/შავი/თეთრი ფერის წინდა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

სურათი №7

 

2. მუქი მწვანე ფერის თბილი ქურთუკი, სამხედრო მოსამსახურემ შეიძლება ატაროს კომუფლირებულ ქურთუკთან ერთად, ხოლო კომუფლირებული ქურთუკის გარეშე მისი ტარება დასაშვებია მხოლოდ საველე გასვლებზე.

3. საველე სამხედრო ფორმის ტარებისას, კლიმატური პირობების გათვალისწინებით და ხელმძღვანელთან შეთანხმებით, სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია ატაროს:

ა) პულოვერი (დახურული ყელით);

ბ) დათბილული ქუდი;

გ) მუქი მწვანე/შავი/ხაკისფერი ხელთათმანი;

დ) მწვანე კაშნე;

ე) საწვიმარი ლაბადა.

4. საველე სამხედრო ფორმის ტარებისას, ტაქტიკური მაისურის ტარება ნებადართულია ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების შემთხვევაში.“.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (J-1 – J-7 დეპარტამენტები, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ცალკეული სამმართველოები, სამედიცინო დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი);“.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში (J-1 – J-7 დეპარტამენტები, ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ცალკეული სამმართველოები, სამედიცინო დეპარტამენტი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი);“.

4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საველე სამხედრო ფორმაზე სამხედრო მოსამსახურის გვარი და წარწერა „შეიარაღებული ძალები“ იქარგება შავი ძაფით.“.

5. წესის დანართი N1-ის:

ა) პლანშეტი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პლანშეტი №3

„პერანგზე“ განმასხვავებელი ნიშნებისა და სხვა ატრიბუტიკის

განლაგების წესი

 

1. ნიმუში:

პერანგი

2. აღწერილობა:

ა) ზემდგომი ქვედანაყოფის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი (დიამეტრი 70 მმ) მაგრდება პერანგის მარჯვენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 14 სმ-ის დაშორებით;

ბ) სახელმწიფო დროშა (70X45 მმ) მაგრდება მარჯვენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით;

გ) სამხედრო მოსამსახურის გვარის აღმნიშვნელი ფირფიტა (პლასტმასის ფირფიტის სიგრძე გვარის სიგრძის შესაბამისად არანაკლებ 80მმ და სიგანე 17 მმ) მაგრდება პერანგის მარჯვენა ზედა მხარეს, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 17 სმ-ის დაშორებით, ხოლო თუ პერანგს აქვს ჯიბე, ჯიბის სარქველიდან 5მმ-ით ზევით;

დ) სამხედრო მოსამსახურის წოდების აღმნიშვნელი სამხრეები მაგრდება ორივე მხარზე;

ე) უშუალო ქვედანაყოფის აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშანი (დიამეტრი 70 მმ) მაგრდება მარცხენა მკლავზე, მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 7 სმ-ის დაშორებით.

შენიშვნა: განმასხვავებელი ნიშნები და სხვა ატრიბუტიკა იმავე წესით დაიტანება მოკლემკლავიან პერანგზე.“;

ბ) პლანშეტი №16 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

პლანშეტი №16

„ავიაციის გვარეობის კომბინიზონზე“ განმასხვავებელი ნიშნებისა და სხვა ატრიბუტიკის დატანის წესი

 

1. ნიმუში:

ავიაციის გვარეობის კომბინიზონი

2. აღწერილობა:

ა) მფრინავის სამკერდე ნიშანი მაგრდება ავიაციის გვარეობის კომბინიზონის მარცხენა მხარის უკიდურესი ზედა წერტილიდან 15 სმ-ის დაშორებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია