შპს „სტომადენტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გასხნის შესახებ

  • Word
შპს „სტომადენტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გასხნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1859
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/12/2017
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2018
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1859
15/12/2017
ვებგვერდი, 05/02/2018
შპს „სტომადენტის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გასხნის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე № 2/1859

 

 

ამონარიდი სასამართლო სხდომის ოქმიდან

 

2017 წლის 15 დეკემბერი

 ქ. ქუთაისი

 

 

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

 

კრების მდივანი: ანა გაბრიჭიძე

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების საქმის წარმოების მოთხოვნის შემთხვევაში კრედიტორთა პირველ კრებაზე ინიშნება გაკოტრების მმართველი.

ამავე კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი. გაკოტრების მმართველი აღჭურვილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა მართვაზე, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირებისათვის მინიჭებული ყველა უფლებამოსილებით. გაკოტრების პროცესში მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები უჩერდება, გარდა ამ კანონის 361 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორმა გაკოტრების მმართველად სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნა მოითხოვა, რასაც დაეთანხმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლი.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-7, მე-8, 27-ე, 37-ე, 39-ე, 551 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. შპს ,,სტომადენტის“ (ს/კ 219619679) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2. შპს ,,სტომადენტის“ (ს/კ 219619679) გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო;

3. დაევალოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს შპს ,,სტომადენტის“ (ს/კ 219619679) გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით განახორციელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებები.

4. შპს ,,სტომადენტის“ (ს/კ 219619679) გაკოტრების მმართველად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.

5. განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს, შესასრულებლად სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს.

6. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

სხდომის თავმჯდომარე :                                                       გენადი მაკარიძე

 სხდომის მდივანი :                                                     ანა გაბრიჭიძე