დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017469 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის №131/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 09/09/2013, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016651) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული წესდების:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურა 1. სასწავლო უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტისგან (საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი), ბიბლიოთეკისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიის, აკადემიური საბჭოს სამდივნოსა და წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან. 2. გადაწყვეტილებას სასწავლო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის (შემდგომში – ფაკულტეტი) შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“. 2. მე -7 მუხლის: ა ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასწავლო უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესით პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტს ჰყავს სამი წარმომადგენელი.“. 3. მე -8 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ი“– „ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს ფაკულტეტის მიერ წარდგენილ კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნისთვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით; კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით; ლ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პირს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში;“; ბ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ფაკულტეტის დეკანის, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების არჩევნების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“. 4. მე -10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ფაკულტეტზე მათი რაოდენობის პროპორციულად.“. 5. მე -16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ხელმძღვანელობს ფაკულტეტის მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ სასწავლო უნივერსიტეტის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას.“. 6. მე -17 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას.“; ბ) მე-7 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ნორმატიული მოთხოვნების, ასევე, მასში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას; დ) ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან ამ სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებას შემდგომი დამუშავებისა და მონაცემთა ბაზაში მათი ასახვის მიზნით.“. 7. 35-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასწავლო უნივერსიტეტში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. 2. ფაკულტეტზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობას, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.“. 8. 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სასწავლო უნივერსიტეტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ფაკულტეტთან და სასწავლო უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები