წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016357
5
31/01/2018
ვებგვერდი, 07/02/2018
010250050.35.104.016357
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2018 წლის 31 იანვარი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №32 დადგენილებაში  (www. matsne.gov.ge, 31/10/2017, სარეგ. კოდი: 010250050.35.104.016327) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სტრუქტურული ერთეული – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამსახური, რომელიც ახორციელებს დაწესებულების ავტორიზაციას და საკოორდინაციო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ანგარიშგებას. ასევე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს მონიტორინგს, შეფასებასა და ანგარიშგებას, თითოეული ამ დადგენილებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, მათთვის დებულებით (წესდებით) ან/და სხვა სამართლებრივი აქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;“;

ბ) მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. წლიური მონიტორინგის შედეგად დაწესებულებაში გამოვლენილი შეუსაბამობის გამოსასწორებლად დაწესებულებისთვის განსაზღვრული გონივრული ვადა (არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა), გამონაკლის შემთხვევაში, შეიძლება გაგრძელდეს  არაუმეტეს 30 კალენდარული დღით. ვადის გაგრძელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული.“;

გ) მე-10 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“.

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 01/11/2017, სარეგ. კოდი: 010250050.35.104.016330) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) სტრუქტურული ერთეული – კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, რომელიც ახორციელებს დაწესებულებების ავტორიზაციას და ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით მონიტორინგს, შეფასებას და ანგარიშგებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდარეჯან დადიანი