დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23 აგვისტოს N-15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/06/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016258 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23-აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge 29.08.2017წ., 010250050.35.115.016227) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 23-აგვისტოს №15 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 და 27-ე ნაწილების 240-ე და 2401 მუხლების, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მე-15 პუნქტის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხის მე-2 პუნქტის „ჯ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები