,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/01/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.115.016257
15
30/01/2018
ვებგვერდი, 06/02/2018
210020010.35.115.016257
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 30 იანვარი

დაბა ლენტეხი

 

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების და განსაზღვრის შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 მარტის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი  იქნეს ცვლილება „ლენტეხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  დასუფთავების მოსაკრებლის  შემოღების და განსაზღვრის  შესახებ” (www.matsne.gov.ge 210020010.35.115.016162 06.04.2015 წ.) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015  წლის  31-მარტის  №11  დადგენილებაში:

ა) დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  ფიზიკური პირებისათვის  გადასახადი  განისაზღვროს  0,25-ლარი თვეში ერთ სულზე.“;

ბ) პირველ მუხლს დაემატოს  მე-9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„9. დასუფთავების  მოსაკრებლისაგან  გათავისუფლდნენ  სოციალურად დაუცველი პირები.“;

გ)   დადგენილებით დამტკიცებული  დასუფთავების მოსაკრებლის  გადახდის ინსტრუქცია ჩამოყალიბდეს  (დანართი  №1 -ის მიხედვით).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი №1
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია 

 წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი”, „ადგილობრივი მოსაკრებლის  შესახებ“   და  „მოსაკრებლის  სისტემის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქნელ სუბიექტთა მიერ  დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავების  მოსაკრებლის გადახდის წესს.

მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. ინსტრუქცია  აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  საყოფაცხოვრებო  ნარჩენების წარმომქნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის  დასუფთავების  მოსაკრებლის  გადახდასთან  დაკავშირებულ  ურთიერთობებს, განსაზღვრავს  მოსაკრებლის  განაკვეთების დაწესების, გადახდის   წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.

2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში მოსაკრებელი)  წარმოადგენს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.

3.  ნარჩენების წარმომქნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადაში.

4. დასუფთავების წესების დამრღვევის მიმართ  გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. სამართალდარღვევების  გამოვლენასა და  კონტროლს, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ახორციელებს მერიის არქიტექტურის, ინფრასტრუქტურისა და  ზედამხედველობის სამსახურის ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და უნებართვო საქმიანობაზე კონტროლის  განყოფილება სპეციალურად ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი   მაკონტროლებელ ჯგუფთან ერთად.

5. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას  უფლება აქვს მოსაკრებლის ამოსაღებად შესაბამის იურიდიულ  პირთან გააფორმოს ხელშეკრულება  ა(ა)იპ  კომუნალური  მომსახურებისა და  კეთილმოწყობის სამსახურის  მეშვეობით.


მუხლი 2. მოსაკრებლის  გადამხდელი 
მოსაკრებლის  გადამხდელია ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქნელი ყველა სუბიექტი.

მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა  და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მომსახურეობის  ორგანიზებასა და   ადმინისტრირებისათვის საჭირო ხარჯებს.

2. მოსაკრებლის გადახდა ხდება ფიქსირებული გადასახადის შესაბამისად.

3.გადასახადის გადახდის  დამადასტურებელი დოკუმენტი სასურველია შენახულ იქნეს  1- წლის განმავლობაში .

4. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ  მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.

5. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა  დაიფაროს  განაკვეთის  ძალაში შესვლიდან ერთი თვის  ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ  განაკვეთს, სხვაობა ახალი  განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.


მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან  განთავისუფლება
1. გადამხდელი პირისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება  წარმოიქმნება  მომსახურების მიღებისათვის.

2. ნარჩენის  წარმომქნელ სუბიექტს მოსაკრებლის გადახდის  ვალდებულება შეუწყდება იმ თვის დასრულებასთან ერთად, რომელ თვეშიც მან შეწყვიტა  ნარჩენების წარმოქმნა.


მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი.
მოსაკრებლი  მთლიანად ჩაირიცხება ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე.

მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის  გადახდა წარმოებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ანგარიშსწორების საშუალებით ლენტეხის მუნიციპალიტეტის  მერიის ა(ა)იპ – ლენტეხის კომუნალური  მომსახურებისა  და კეთილმოწყობის სამსახურის და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

2. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, ყოველი თვის 25-რიცხვამდე.

3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი  გადაიხადოს წინასწარ.

მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის

1. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ლენტეხის კომუნალური  მომსახურეობისა  და კეთილმოწყობის სამსახურს.

2. მოსაკრებლის გადახდასთან  დაკავშირებულ საკითხებზე კონტროლი ევალება მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის მოსაკრებლების ადმინისტრირებისა და კონტროლის განყოფილებას.