„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 03/02/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016703
11
03/02/2018
ვებგვერდი, 07/02/2018
140130000.22.034.016703
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №11

2018 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის პირველი აგვისტოს №598 ბრძანებით  (ვებგვერდი, 01/08/2012, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016122) დამტკიცებულ წესსა და პირობებში შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. მე-8 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა:

სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე, სამხედრო სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისათვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მართვის უფლების მინიჭებისათვის დადგენილი მინიმალური ასაკი შეიძლება შემცირდეს, მაგრამ არანაკლებ 19 წლისა.“.

2. მე-17 მუხლის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

შენიშვნა:

1. სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელობის შუამდგომლობის საფუძველზე,  სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის არ გააჩნია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, შესაძლოა „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიენიჭოს ერთდროულად.  ერთდროულად „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას სამხედრო მოსამსახურე მოიპოვებს მართვის უფლების მისაღები შესაბამისი თეორიული გამოცდის, აგრეთვე „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ „B“ კატეგორიისა და „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობის გაცემის საფუძველზე. ამ პუნქტით განსაზღვრული პირი „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დაიშვება მხოლოდ „B“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდგომ, მაგრამ არაუგვიანეს თეორიული გამოცდის მოქმედების ვადისა, ამასთან თუ პირმა ვერ ჩააბარა „C1“ ქვეკატეგორიის მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა, გაიცემა „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების დამადასტურებელი მართვის მოწმობა.

2. სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს „C1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე, აგრეთვე უფლება აქვს:

ა) მართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ და „CE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებები;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „C“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების სათანადოდ მოწყობილი ძარით გადაიყვანოს 8-ზე მეტი მგზავრი.“.

3. 28-ე  მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) კანონმდებლობით განსაზღვრული გარემოების არსებობისას, სამხედრო სამსახურში მყოფი პირის მიერ ერთდროულად B კატეგორიისა და C1 ქვეკატეგორიის  სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს  40 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად გამოსაცდელმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  40 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 36 ქულა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია