დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 70 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/03/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 12/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №70
2010 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
�მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
��� მუხლი 1
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესა-ბამისად �მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე� საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის №30 დადგენილებით (სსმ III, 2008 წელი, №28, მუხლი 298) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�2. სამოგზაურო გრანტის ამოცანაა, დააფინანსოს კონკურსის გზით, საკონკურსო კომისიის შეფასების საფუძველზე შერჩეული სამოგზაურო გრანტები.�.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) კონკურსის გამართვის, სამოგზაურო გრანტის შესახებ საკონკურსო განაცხადების ფონდებში წარდგენის, საკონკურსო განაცხადებისა და მასალების განხილვის ვადების დადგენას და საჯაროდ გამოცხადებას;�.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს �ბ1� ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
�ბ1) კონკურსის პროგრამისა და მასში მონაწილეობის პირობების დამტკიცებას.�.
4. მე-3 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
�3. ფონდების დირექტორები უზრუნველყოფენ დაფინანსებული პირებისათვის გაცემული სამოგზაურო გრანტის შესახებ ინფორმაციის წარდგენას ფონდების სამეცნიერო საბჭოებისათვის.�.
5. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�3. სამოგზაურო გრანტი გაიცემა სამეცნიერო ღონისძიებაზე ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით (სამეცნიერო ღონისძიების ჩატარების თარიღი უნდა მიეთითოს ოფიციალურ წყაროებში), გამგზავრებისა და დაბრუნების დღეების ჩათვლით, მაგრამ არა უმეტეს 7 დღისა.�;
ბ) მე-9 პუნქტის �ვ� ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
6. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
��� ��მუხლი 5. ხელშეკრულებების გაფორმება
გამარჯვებულ კონკურსანტებთან ფონდები აფორმებენ ხელშეკრულებებს, რომლებითაც განისაზღვრება ფონდებსა და გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის ურთიერთვალდებულებათა დეტალები.�.
��� მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი� ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები