დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მოწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ" №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.141.016244 |
|
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მოწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ’’ №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №31 დადგენილებაში „ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მოწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის დამტკიცების შესახებ’’ (www.matsne.gov.ge, 04/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.141.016222) შეტანილი შემდეგი ცვლილება:
1.დადგენილების დანართის 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 1. ზოგადი დებულებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების სისტემის“ მიზანია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების და ანგარიშგების პრინციპების, ამოცანების და პროცედურების დადგენის გზით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის (შემდგომში – დაწესებულება), ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ავტორიზაციის პირობების შესრულების ხელშეწყობა“. 2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ს’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) მონიტორინგის გუნდი – სტრუქტურული ერთეულის ინიციატივით შექმნილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით და ახდენს სათანადო და დროულ ანგარიშგებას;“. 3. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სტრუქტურული ერთეული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომპეტენციის მქონე თანამშრომლებისგან ქმნის მონიტორინგის გუნდს, რომელიც ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ახორციელებს დაწესებულების მონიტორინგს და შესაბამის ანგარიშგებას.“. 4. დადგენილების დანართის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დაწესებულებების შეფასების შეჯამებულ ანგარიშს წერილობითი ფორმით წარუდგენს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შეფასების პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები