დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 30/01/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210040.08.002.017034 |
|
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 19 დეკემბრის №963 ბრძანებულებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010210040.08.002.016900) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-3 მუხლის: |
ა)
მე-3 პუნქტში: |
ა.ა)
„დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; |
ა.ბ)
„ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ქმნის დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელ კომისიას, წყვეტს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხს;“; |
ა.გ)
დაემატოს შემდეგი რედაქციის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების მეთოდს, ასევე დოკუმენტური მასალის შეფასებისა და გასაუბრების წესს.“; |
ბ)
მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.“. |
2.
მე-5 მუხლის მე-8 პუნქტში: |
ა)
„დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების (დანიშვნა, გადაყვანა, გათავისუფლება, შვებულება, მივლინება, წახალისება და სხვ.), ასევე ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;“; |
ბ)
დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ადმინისტრაციის მოხელეთა შეფასების პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;“; |
გ)
„თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და სხვა დოკუმენტაციის მართვა, შესაბამისი ინფორმაციის ასახვა საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში;“. |
3.
მე-6 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) ახორციელებს უშუალოდ დაქვემდებარებული მოხელის შეფასებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები